შვედეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს ინფორმაციით, აფრიკის კონტინენტის გარეთ mpox-ის, იგივე "მაიმუნის ყვავილის" პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
საგენტოს მონაცემების თანახმად, აღნიშნული ადამიანი აფრიკის რაიონში ყოფნის დროს დაინფიცირდა, სადაც ამჟამად mpox Clade 1-ის მაღალი გავრცელებაა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ "მაიმუნის ყვავილთან" დაკავშირებით გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
WHO მიზეზად ასახელებს იმას, რომ ვირუსი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის გარდა, მის მეზობელ ქვეყნებშიც გავრცელდა, მეცნიერები კი მისი გავრცელების დინამიკით, ახალი შტამებითა და სიკვდილიანობის მაღალი ხარისხით შეშფოთებულები არიან.
"მაიმუნის ყვავილი" მჭიდრო კონტაქტის შედეგად გადაიცემა, მათ შორის სექსუალური გზით, კანზე შეხედებით.